ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 6 პაციენტი დაიღუპა
09.10.2020
უკან დაბრუნება
ბოლო 24 საათში კორონავირუსით საქართველოში 6 პაციენტი დაიღუპა, აქედან ერთი ქუთაისში.
კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრშიკორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებით ხანდაზმული ქალბატონი გარდაიცვალა.
81 წლის ქალბატონი კატასტროფის ბრიგადამ ქუთაისში 20 სექტემბერს, ბათუმიდან დადასტურებული კოვიდინფექციით გადმოიყვანა.
პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ თავიდანვე შეფასდა, რადგან მას კოვიდინფექციასთან ერთად, აღენიშნებოდა თანმდევი დაავადებები.
ამ ეტაპზე კლინიკაში 76 კოვიდდადებითი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. 85-მა ადამიანმა კი ვირუსი დაამარცხა.