ევროპული საქართველო" გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში "კორუფციულ გარიგებებთან" დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისაკენ მოუწოდებს
08.10.2020
უკან დაბრუნება
გიორგი კანდელაკის განცხადებით, წყალტუბოში მიმდინარე წლის 3 სექტემბერს საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 1.122.256 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის მტკიცებით მილიონ ლარზე მეტი ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა უტენდეროდ მიიღეს, კანდელაკის თქმით, წყალტუბოში ეს ერთადერთი მაგალითი არ არის და ბევრი კორუფციული გარიგებაა.
"ევროპული საქართველოს" ბრალდებებს კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით არ ეთანხმებიან წყალტუბოს მერიაში და განმარტავენ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკების გზის ხელშეკრულებები მთავრობის დადგენილების შესაბამისად გაფორმდა.