შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ევროპული საქართველო ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს
07.10.2020
უკან დაბრუნება
ევროპული საქართველო ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი 684 ათასი ლარით აზარალა. მისი თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის შესწავლით დგინდება, რომ ქუთაისის მერიამ გარეგანათების ქსელისთვის 4 200 ცალი ახალი სანათი მოწყობილობის შესყიდვა დაგეგმა. კანდიდატის ინფორმაციით, ამ შესყიდვისთვის მერიამ ტენდერი არ გამოაცხადა და სანათები კონკრეტულ მომწოდებელს უკონკურენტოდ დაუკვეთა. შედეგად, კახიძის მტკიცებით, 90-ვატიან დიოდურ სანათში მერიამ 275 ლარი გადაიხადა, როცა ტენდერის მეშვეობით 150-ვატიანი სანათი 112 ლარი ჯდებოდა. შესაბამისად, მარტო ერთ შესყიდვაში ბიუჯეტიდან მოიპარეს 163 ლარი თითო სანათში, რაც 4 200 ერთეულზე შეადგენს 684 ათას ლარს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ბრალდებაზე კომენტარს არ აკეთებენ