შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ საარჩევნო პროგრამა წარადგინა
02.10.2020
უკან დაბრუნება
ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პროგრამა სამი ძირითადი მიმართულებისგან შედგება, ესაა ახალგაზრდების ხელშეწყობა, რაც სტუდენტებისა და მოსწავლეების სოციალური შეღავათით სარგებლობას გულისხმობს. ასევე, მეორე- საბიუჯეტო პოლიტიკის ცვლილება, რაც ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს და მესამე -შემუშავდება დასაქმების სტრატეგია. ლეიბორისტული პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია დღეიდან დაიწყო.