ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19 ის დიაგნოზით 8 ახალი პაციენტი მოათავსეს
29.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდ 19 ის დიაგნოზით 8 ახალი პაციენტი მოათავსეს, 4 კი გამოჯანმრთელდა და მათ კლინიკა დატოვეს. ჯამში სამედიცინო დაწესებულებაში 55 კოვიდ ინფიცირებული პირი გადის მკურნალობს, კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმედ ფასდება ორი პაციენტის მდგომარეობა.