შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ვითხოვთ სრულფასოვან განათლებას“!
29.09.2020
უკან დაბრუნება
„ვითხოვთ სრულფასოვან განათლებას“!-ამ ლოზუნგით დღეს ახალგაზრდა ლეიბორისტული პარტიის წევრებმა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ აქცია გამართეს. ისინი განათლების სამინისტროსგან აუდიტორიებში სწავლის დაწყებას ითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, 2250 ლარს უხარისხო განათლების მიღებაში იხდიან. ასევე, აღნიშნავენ რომ უნივერსიტეტის ლექტორები და სკოლის პედაგოგები არჩევნების სააგიტაციო პროცესებში ყავთ ჩართული, მათ რესურს ამ მხრივ ხარჯავენ და არ უნდათ რომ მათი ეს რესურსი მოახმარონ სწავლას. ბრალდებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე ეხმაურება. ჩვენთან სატელეფონო საუბარში, შალვა კირთაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტის ლექტორები სამუშაო საათებში წინასაარჩევნო პროცესში ჩართული არ არიან.