დღეს კლინიკა ბომონდში 7 პაციენტი შეიყვანეს. სამედიცინო დირექტორის მამია ყიფიანის ინფორმაციით პაციენტთა მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა .მათი კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.მისივე თქმით კოვიდცენტრი კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ორივე არასრულწლოვანია.
ამ დრომდე კლინიკაში კორონავირუსი 6-მა პაციენტმა დაამარცხა. აქედან სამი ბავშვი, ერთი ორსული და ორი ზრდასრული პაციენტია.
საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდ 19-ით მკურნალობის კურსს 95 პაციენტი აგრძელებს. უახლოეს დღეებში მედიკოსები კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.