ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა
25.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამჟამად, საავადმყოფოში 52 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის 24 ბავშვია. 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 21 კოვიდდადებითი სიმპტომურ მკურნალობას გადის და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.