შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ორგანიზებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ადგილზე „ასოცირების ხელშეკრულების 6 წლიან - მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ღონისძიების ერთ-ერთი სპიკერი საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ბუჯიაშვილი იყო. შეხვედრას ქუთაისში არსებული მუზეუმების და კულტურის სამსახურის წარმომადგენელები დაესწრებიან. აქტივობის მიზანი საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირება და აღნიშნულ პროცესში, მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობა იყო.