საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
21.09.2020
უკან დაბრუნება
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლამდე ასაკის ქალბაქონი ქუთაიში, კლინიკა ბომონდში დაიღუპა.როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, პაციენტს თანმხლები დაავადება ქონდა და სტაციონარში მძიმე მდგომარეობით ორმხრივი პნევმონიით და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მოათავსეს.
ამ დროისათვის, კლინიკაში მკურნალობის კურსს 82 პაციენტი გადის. მათ შორის არიან ბავშვები, ორსულები და მელოგინეები. უახლოეს დღეებში კოვიდმიმღებ დაწესებულებაში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.