შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გიორგი გახარია კანდიდატების წარდგენისას სიტყვით გამოვიდა
19.09.2020
უკან დაბრუნება
ჩვენ დღეს ვიბრძვით, პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნათესავების, მეზობლების, მშობლების, შვილების ჯანმრთელობისთვის და ასევე ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება სწრაფად დავიწყოთ და სამუშაო ადგილები კი არ დავკარგოთ, კიდევ უფერო მეტი შევქმნათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ქუთაისში, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. პრემიერ - მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პანდემიაზე და აღნიშნა, რომ ერთიანობაზე საუბარი უაღრესად ბუნებრივია ქუთაისიდან, რომელიც არის საქართველოს მეორე დედაქალაქი და ევროპაში მეხუთე უძველესი ქალაქი.