სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა
18.09.2020
უკან დაბრუნება
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა წევრმა სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, რომელიც მისი მტკიცებით საჩხერის სამედიცინო ცენტრშია გადაღებული. ავტორის თქმით, კოვიდ ინფიცირებული პაციენტები დერეფნებში სხვა პაციენტებთან ერთად არიან განთავსებული. იგი მიზეზად პალატების გადავსებას ასახელებს. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი უსაფრთხოების ნორმების დარღვევას უარყოფს და ამტკიცებს, რომ საწოლები არც დერეფანშია განთავსებული და არც კადრებია კლინიკაში გადაღებული . მიხეილ ქამუშაძის თქმით , ვიდეოში ცხელების ცენტრში მიმდინარე ვითარებაა აღბეჭდილი.