შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მწერალ ავთანდილ ყურაშვილს ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები მიულოცეს
18.09.2020
უკან დაბრუნება
ადგილობრივი თვითმმართველობის პირველმა პირებმა მწერალ ავთანდილ ყურაშვილს ბოლო პერიოდში მიღებული ჯილდოები მიულოცეს. ავთანდილ ყურაშვილს, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მრავალწლიანი ნაყოფიერი ლიტერატურულ-საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია გადასცა .ავთანდილ ყურაშვილმა ქრისტიანული პოეზიის X ფესტივალის „ წმინდა ნინოს ჯვარის“ მთავარი პრიზიც მოიპოვა. ქუთაისის მერიის სახელით სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.