ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფიცირებული 11 პაციენტი შეიყვანეს
17.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ ინფიცირებული 11 პაციენტი შეიყვანეს.მათი ძირითადი ნაწილი აჭარიდანაა, მხოლოდ 2 -ია ქუთაისიდან.კლინიკის სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა,დარჩენების კი სტაბილურად ფასდება.
ინფექციურ საავადმყოფოში სულ 61 პაციენტი მკურნალობს,ნოდარ მაღლაფერიძის თქმით კლინიკის რესურსის გათვალისწინებით ისინი პაციენტთა მიღებას დროებით ვერ შეძლებენ,მისივე ინფორმაციით 3 პაციენტს ანალიზი უკვე გაუკეთდა და შესაძლოა სტაციონარი უახლოეს დღეებში დატოვონ.