ქუთაისში ახალი საკრანტინე სივრცე მოეწყობა, სასტუმრო უკვე შერჩეულია
17.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში ახალი საკრანტინე სივრცე მოეწყობა, სასტუმრო უკვე შერჩეულია. როგორც სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში იმერეთის მასშტაბით 1126 ნიმუში იქნა აღებული, აქედან 16 პაციენტს კოვიდ ვირუსი დაუდასტურდა, ინფიცირებულები ძირითადად 32-ე საჯარო სკოლის ე.წ კლასტერს წარმოადგენენ, გუბერნატორის თქმით დადგენილია ყველა ინფიცირებულის წყარო და სიტუაცია ამ ეტაპზე კონტროლირებადია.