შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„კლინიკა ბომონდში“ დადასტურებული კოვიდ 19-ით ამ დროისათვის 52 პაციენტი მკურნალობს
17.09.2020
უკან დაბრუნება
„კლინიკა ბომონდში“ დადასტურებული კოვიდ 19-ით ამ დროისათვის 52 პაციენტი მკურნალობს . გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკას 16 კოვიდ დადებითი დაემატა, რომლებიც აჭარიდან გადმოიყვანეს. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებს შორის 12 ბავშვი და ორი ორსულია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება აჭარის ხანდაზმულთა პანსიონატიდან გადმოყვანილი 78 წლის ქალბატონი, რომელსაც თანხმლები დაავადებები აქვს. კლინიკაში ასევე იმყოფება 5 საეჭვო პაციენტი, რომლებიც ინფიცირებულების კონტაქტებს წარმოადგენენ. აღნიშნულ პირებს უკვე ჩაუტარდათ ლაბორატორიული კვლევა და ამ ეტაპზე შედეგებს ელოდებიან.კლინიკური მენეჯერის მამია ყიფიანის ინფორმაციით კლინიკაში გუშინ სავარაუდო კოვიდით მშობიარე შეიყვანეს,ამ ეტაპზე ბავშვისა და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.