შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
17.09.2020
უკან დაბრუნება
ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამასთან ერთად ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის რეგულირებაზე, საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებაზე ისაუბრა და ის სიახლე დაანონსა რომელიც ქუთაისში შიდა საქალაქო ტრანსპორტის მიმართულებით იგეგმება, ქუთაისს მალე ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი ეყოლება. ქალაქში მგზავრთა გადაყვანა 60 ახალი კომფორტული ავტობუსით მოხდება .ტრანსპორტელები იმ მიღწევებზე საუბრობენ რაც ამ სფეროში მოქმედი ხელისუფლების ინიციატივით განხორციელდა