შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



“ქართული ოცნების,, ქუთაისის მერობის კანიდატი იოსებ ხახალეიშვილი ა.ა.ი.პ ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების თანამშრომლებს შეხვდა
16.09.2020
უკან დაბრუნება
“ქართული ოცნების,, ქუთაისის მერობის კანიდატი იოსებ ხახალეიშვილი ა.ა.ი.პ ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალების თანამშრომლებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ წარუდგინა. იოსებ ხახალეიშვილმა მათ საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. 2020 წელს მერიის დაფინანსებით სარემონტო სამუშაოები 11 ბაღს ჩაუტარდა. წლის ბოლომდე 7 ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება. რამდენიმე ბაღში სახურავი და იატაკი შეკეთდა. პანდემიის პერიოდში გასულ სასწავლო წელს ბაღების თანამშრომლების მიერ 8400 აღსაზრდელზე დაფასოვდა და გაიცა საკვები პროდუქტი. 2020-2021 სასწავლო წლისთვის კი ხელფასების 10-20 %-ით მატება იგეგმება სახელისუფლებო გუნდი ს მერობის კანდიდატი მომავალი თაობების სრულფასოვანი განვითარებისა და მათი შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული. ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისათვის კომფორტული გარემოს შექმნას, რადგან მათ ,ყველაზე ძვირფასი ბავშვები ებარებათ.