ქუთაისში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტოფარეხიდან გასვლის წინ, დეზინფექცია უტარდება, ავტობუსების და მიკროავტობუსების სალონი მუშავდება სპეციალური ხსნარებით. ამასთანავე, მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების საერთო სარგებლობაში არსებული ფართების დეზინფექციაც.