შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის დიაგნოზით 17 პაციენტი შეიყვანეს
16.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონა ვირუსის დიაგნოზით 17 პაციენტი შეიყვანეს. დაიფიცირებულთა უმეტესობა აჭარიდან გადმოიყვანეს.საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით საავადმყოფოში კოვიდ19ის დიაგნოზით ჯამში 51 პაციენტია მოთავსებული აქედან 50-ის მდგომარეობა სტაბილურია, აფხაზეთიდან გამოყვანილი 65 წლის ქალბატონის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. საქართველოში დღეს კორონავირუსის 196 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 145 აჭარაში დადასტურდა.