შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა
15.09.2020
უკან დაბრუნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიგა შუშანიამ ბრიფინგი გამართა. მან განათლების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ იმ სტუდენტთა რაოდენობაზე ისაუბრა, რომელიც ქუთაისის ახლადაშენებულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩაირიცხა. მისივე თქმით, ვერ მოხერხდა 1000 სტუდენტის მიღებაც კი მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ 60 000 სტუდენტს აანონსებდა. გიგა შუშანიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა იზრუნებს იმაზე რომ არჩევნებამდე დარეგისტრირდეს კანონი ქუთაისისთვის განსაკუთრებული სტატუსი მინიჭების შესახებ, სადაც იქნება განსაზღვრული ქალაქის, როგორც პოლიტიკური ფუნქცია, ასევე, ბიუჯეტის ფორმირების წესი.