ქუთაისის „ტორპედო“-სამტრედიის „სამტრედია-2:1
14.09.2020
უკან დაბრუნება
ფეხბურთში „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის მე-11 ტურს ქუთაისის რამაზ შენგელიაას სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი „ტორპედო“ სამტრედიის სამტრედიას დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი გოლების გარეშე დასრულდა. შესაბამისად ანგარიში 0-0 დაფიქსირდა. მატჩის მეორე ნახევარი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული იყო.
ტორპედოელთა ორ გოლს, სამტრედიელებმა ერთით უპასუეხეს. საბოლოოდ მატჩი ქუთაისელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა. გოლები ტორპედოელთაგან პენალტით მამასახლისმა და ციცქიშვილმა გაიტანეს. ამ გამარჯვებით ტორპედომ გათამაშების ცხრილში 12 ქულა დააგროვა და ქუთაისური გუნდი 20 სექტემბერს გამართავს და დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედ ფინალში გასვლაზე ქედის „ბეთლემს“ დაუპირისპირდება.