შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ჩამოყალიბდება თუ არა ახალი კლასტერი
14.09.2020
უკან დაბრუნება
ჩამოყალიბდება თუ არა ახალი კლასტერი- ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, საქმეთა მმართველსა და ბუღალტერს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია სკოლის დირექტორმა ელიზბარ ბარბაქაძემ დაადასტურა.მისი თქმით, ის 32-ე სკოლის კლასტერს მიეკუთნება. ბარბაქაძე იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიმპტომური მკურნალობა უტარდება. მისი თქმით, სიმპტომებიდან მხოლოდ ცხელება აღენიშნება. სკოლაში ყველა პედაგოგს ტესტი უკვე გაუკეთდა და ბუღალტერისა და საქმეთა მმართველის გარდა ვირუსი არავის დადასტურებია. ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. სკოლაში დეზინფექცია ჩატრდა და სასწავლო დაწესებულება დაკეტილია.