ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო
14.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობაში “კლინიკა ბომონდი” ჩაერთო. დადასტურებული კოვიდ 19-ით კლინიკის სტაციონარში გვიან ღამით 11 პაციენტი მოათავსეს.
პაციენტებიდან 4 ზრდასრულია, ხოლო შვიდი ბავშვია. ინფიცირებულებს შორის არის ორსული ქალბატონიც. 11 პაციენტიდან 10 ქუთაისის მკვიდრია, ხოლო ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში ქობულეთიდან გადმოიყვანეს. ამ დროისთვის ინფიცირებულებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.