ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო პროცესს გაეცნო
12.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო პროცესს გაეცნო. კოვიდ19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, გამკაცრდა რეგულაციები და შეზღუდვები. ქუთაისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები „თეგეტა მოტორსის“ ავტოპარკში მიმდინარეობ ყოველდღიურ რეჟიმში სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები, ავტობუსების და მიკროავტობუსების დეზინფიცირებაას ახდენენ.