,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა
12.09.2020
უკან დაბრუნება
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ქუთაისის მერობის კანდიდატმა ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის წინ ბრიფინგი გამართა. გიგა შუშანიას განცხადებით, საუბნო კომისიებში ე.წ. ნეიტრალურ წევრებად წინასწარ განსაზღვრული პირების დანიშვნა ხდება, მისი თქმით არც ერთი კანდიდატი არაა ნეიტრალური და ყველა მმართველი ძალის მხარდამჭერია, ფაქტი შუშანიამ შეაფასა როგრც-მზადება არჩევნების გასაყალბებლად.
მერობის კანდიდატი საოლქო საარჩევნო კომისიას საარჩევნო რესურსის არამიზნობრივად გამოყენებაში ადანაშაულებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ბრალდებას უარყოფს და აფსურდულს უწოდებს ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით კანდიდატურები გამოცდილების მიხედვით შეირჩა და მათ შესაბამისი ტრენინგებიც გავლილი აქვთ.