შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქალაქური სიმღერის საღამოს უმასპინძლა
12.09.2020
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქალაქური სიმღერის საღამოს უმასპინძლა. ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ ჩვენი კვარტეტი“-ს მომღერლებმა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან ქალაქური სიმღერები შეასრულეს. კონცერტთან ერთდ სახლ-მუზეუმის ეზოში, ბაღდათში მცხოვრები მხატვრის ფიქრია კოხოძის ნამუშევრები იყო გამოფენილი. დღესვე მოეწყო ადგილობრივი მეღვინეების სხვადასხვა ჯიშებისგან წარმოებული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია. ღონისძიება სახელწოდებით „ამღერებული იმერეთი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის, და ა.(ა).ი. პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა , რომელიც მიზნად ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას და შიდა ტურიზმის განვითარებას ისახავდა.