შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეშვილი შ.პ.ს „დინას“ ესტუმრა
09.09.2020
უკან დაბრუნება
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ქართული ოცნების ქუთაისის მერობის კანდიდატი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს, იოსებ ხახალეიშვილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად რეზინისა და ლითონის ტექნიკურ ნაკეთობათა საწარმოს შ.პ.ს. დინას ესტუმრა პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრო და თანამშრომლებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. შ.პ.ს. დინა აწარმოებს ამიერკავკასიის მეტროპოლიტენების საესკალატორო სამსახურის სათადარიგო ნაწილებს, მომსახურებას უწევს საქართველოს რკინიგზასა და თბოელექტროსადგურებს. ქართული ოცნების რჩეული კანდიდატები გამარჯვების შემთხვევაში მზად არიან ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყონ.