ქუთაისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს
07.09.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილი აქტიურ საარჩევნო კამპანიას აგრძელებს , მერობის კანდიდატი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება და სფეროში არსებულ გამოწვევებს მათთან ერთად განიხილავს .იოსებ ხახალეიშვილი შ.პ.ს. ,,სიარპი ვუდში’’ პროდუქციის წარმოების პროცესს დაესწრო,საწარმოს დათვალიერების შემდეგ კი თანამშრომლებს შეხვდა და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა , რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებს .მათ მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, იმსჯელეს თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე, ეკონომიკის გაჯანსაღებაზე, ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასა და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებაზე.