ზაზა ლომინაძე ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ძელქვიანის მოსახლეობას შეხვდა
05.09.2020
უკან დაბრუნება
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაზა ლომინაძე ქუთაისის მერობის კანდიდატ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად ძელქვიანის მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატებმა ადგილობრივებთან ერთად ძელქვიანის ოლქში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ხელისუფლების მიერ განხორციელებულ სოციალურ პაკეტებზე, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ხორციელდება მოსახლეობისთვის. საუბარი შეეხო აღნიშნულ ოლქში დაგეგმილ პროექტებსაც.