ქუთაისში, ფოთისა და წერეთლის ქუჩის კვეთაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააპროტესტა
31.08.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში, ფოთისა და წერეთლის ქუჩის კვეთაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ გოგი წულაიამ გააპროტესტა. მისი თქმით ,მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა პრობლემებს უქმნის, როგორც ფეხით მოსიარულეებს, ასევე ავტომობილის მძღოლებს. ვითარება განსაკუთრებით უამინდობისას მწვავდება. წულაიას თქმით, წვიმის დროს ადგილობრივების ეზოები იტბორება. როდის მოგვარდება პრობლემა-კითხვით ,,დღის ამბები ,, ქუთაისის მერიას დაუკავშირდა, თუმცა ადგილობრივ თვიმმართველობაში კომენტარს არ აკეთებენ.