ქუთაისის ,,ტორპედო,, ხობში ადგილობრივ ,,,კოლხეთს,, დაუპირისპირდა
28.08.2020
უკან დაბრუნება
ფეხბურთში საქათველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეორე ეტაპზე ქუთაისის ,,ტორპედო,, ხობში ადგილობრივ ,,,კოლხეთს,, დაუპირისპირდა. შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით წარიმართა და შესაბამისად მათივე გამარჯვებით 2-0 დასრულდა. გოლები მატჩის პირველ ნახევარში ტორპედოელებმა ივან ბობკომ და გიორგი ფანცულაიამ გაიტანეს. რაც შეეხება მომდევნო ეტაპში ..ტორპედოს.. მოწინააღმდეგეს, უახლოეს დღეებში გაირკვევა. მანამდე კი კრისტალ ბეთ ეროვნულ ლიგაში გამოცხადებულ სანაკრებო შესვენებაზე ქუთაისლები ამხანაგურ თამაშებს გამართავენ.