შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრი აშენდა
28.08.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან თანამედროვე სატრანსპორტო - პროფილაქტიკური ცენტრი აშენდა, სადაც 30 ადამიანი დასაქმდა. პროექტის ფარგლებში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. პროფილაქტიკური ცენტრის პრეზენტაციის და გახსნის შემდეგ, სტუმრებმა ობიექტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ცენტრში შესაძლებელია ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალებების, ასევე სპეცტექნიკის დიაგნოსტიკა და შეკეთება.