”თანამედროვე ინტერდისციპლინარიზმი და ჰუმანიტარული აზროვნება.” ამ სახელწოდებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა,რომელშიც მონაწილეობის სურვილი 142-მა მეცნიერ მუშაკმა გამოთქვა, აქედან 95 მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენელია.ორი დღის მანძილზე კონფერენცია 6 ძირითადი მიმართულებით იმუშავებს.ორგანიზატორების განმარტებით მოხსენებების წარდგენის გარდა მოეწყობა დისკუსიები,სადაც ჰუმანიტარული მეცნიერებების პრობლემებზე იმსჯელებენ.კონფერენცია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.გახსნის ცერემონიალს ქუთაისის მერი დაესწრო.