შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქალაქ ბაღდათში გახსნა
27.08.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რიგით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ქალაქ ბაღდათში გახსნა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობას და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. ბაღდათის საზოგადოებრივი ცენტრი იმერეთის რეგიონში რიგით მეცხრამეტეა. ცენტრი ბაღდათისა და მიმდებარე სოფლების– 27 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.