შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



,,ლეიბორისტული პარტიის,, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ავტოქარხნის დასახლებაში არსებული სკვერის დასუფთავება გუშინ დაანონსა
27.08.2020
უკან დაბრუნება
,,ლეიბორისტული პარტიის,, ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ ავტოქარხნის დასახლებაში არსებული სკვერის დასუფთავება გუშინ დაანონსა, პარტიაში აცხადებენ ,რომ დღეს ადგილზე მისულებს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები დახვდათ და რეაგირება მათი ანონსის შემდეგ მოხდა. ლეიბორისტებს მიაჩნიათ , რომ ადგილობრივი ხელისუფლების ეს ქმედება ფასადურია და რეალურად სკვერში ძირითადად ანტისანიტარული მდგომარეობაა. ,,დღის ამბების,, გადამღები ჯგუფი თემაზე ავტოქარხნის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. მან ზეპირსიტყვიერ კომენტარში ლეიბორისტების შენიშვნებს უსაფუძვლო უწოდა და აღნიშნა, რომ ახლად რეაბილიტირებული სკვერის დასუფთავება ყოველდღიურად ხდება.