შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გელათის ღვთისმშობლის შობის - ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ევროპა ჩვენი სახლია,, კვლავ აკრიტიკებენ
25.08.2020
უკან დაბრუნება
გელათის ღვთისმშობლის შობის - ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს არასამთავრობო ორგანიზაციაში ,,ევროპა ჩვენი სახლია,, კვლავ აკრიტიკებენ. ორგანიზაციამ მორიგი განცხადება გაავრცელა. ,,კომპლექსური შეცდომები რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსს მომავალში კიდევ უფრო დააზიანებს და მასზე პასუხისმგებლობა რამდენიმე უწყებამ უნდა აიღოს“ , ეს განცხადება თორნიკე ბარათაშვილმა გააკეთა, მან ასევე იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რაც კომპლექსს განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე შეიძლება შეექმნას და სახურავის რესტავრაციის გაჭიანურებული ვადები გააკრიტიკა. თემაზე ჩვენ კულტურული მემკვიდრეობის სააგანტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით . ბექა ბარამიძე სატელეფონო კომენტარში აღნიშნავს ,რომ ,,ევროპა ჩვენი სახლიას ,წარმომადგენლების კვალიფიკაცია აღნიშნულ საქმეში მათთვის ნაკლებად ანგარიშგასაწევია და ფრესკებს საშიშროება არ ემუქრება. ბარამიძე კონკრეტულ ვადებს როდის მოხდება კომპლექსის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე ვერ ასახელებს და აცხადებს რომ აღნიშნული დროებითი გადახურვის მონტაჟის დასრულებაზეა დამოკიდებული.