შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისის გარდა პრობლემები რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუქმნა
24.08.2020
უკან დაბრუნება
წუხელ მოსულმა უხვმა ნალექმა ქუთაისის გარდა პრობლემები რამდენიმე მუნიციპალიტეტს შეუქმნა. ქალაქ წყალტუბოში, ვაზნარის ღელის ადიდების გამო დაიტბორა 21 საცხოვრებლი სახლი, პირველადი მონაცემებით წვიმამ მუნიციპალიტეტში დააზარალა 120-ზე მეტი ოჯახი, როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში. სტიქიის გამო რთული მდგომარებაა სოფლების: რიონის, სორმონის, ნოღის, ზარათი-მეჩერის, გუმათის, ჯიმასტაროს, ჟონეთის, დღნორისის, საჩხეურის, ოფურჩხეთის, ქვილიშორის, ხომულის, ჩუნეშის, ცხუნკურის, სოფელ წყალტუბოს შიდა სასოფლო გზებზე, მეწყერი ჩამოწვა სოფელ ნოღაში და სორმონში, მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. მეწყერმა დააზარალა სოფელ ქვილიშორის მოსახლება. მოძრაობა აღდგენილია ქუთაისი- ალპანა- მამისონის დამაკავშირებლ ცენტრალურ გზაზე, სადაც მძიმე ტექნიკა მთელი ღამე მუშაობდა.გადაუღებელმა წვიმამ თერჯოლაში შიდა საუბნო გზები დააზიანა, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე აღდგენილია. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ტყიბულსა და ხარაგაულშიც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლები, დაზიანდა გზები. შედარებით ნაკლებად დაზარალდა ჭიათურა, სადაც ძლიერმა წვიმამ სამ სოფელში სამი საუბნო გზა გადარიცხა, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და გზები უახლოეს პერიოდში აღდგება.