ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილია
24.08.2020
უკან დაბრუნება
ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილია.
ხახალეიშვილი სხვადასხვა წლებში იყო სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, სპეციალობით არის საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი. და კვების მრეწველობის ინჟინერ–ტექნოლოგი.მუშაობდა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში,
ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. კანდიდატებზე საბოლოო შეთნხმება ქართული ოცნების პარტიის პოლიტსაბჭოზე შედგა.
31 ოქტომბერს იმერეთში მერის არჩევნები სამ მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
"ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე - იოსებ ხახალეიშვილი;
თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი - ლაშა გოგიაშვილი;
ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია - კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;