ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელია
23.08.2020
უკან დაბრუნება
29 წლის სპორტსმენმა საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვა.
კონსტანტინე ჯანაშიამ სპორტის სახეობაში ,,სთრონგმენი" მძიმე წონით შეჯიბრში მორიგი წარმატებული ასპარეზობა აჩვენა. შეჯიბრი ბათუმში გაიმართა და გამარჯვებულები 3 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, პირველობისთვის ჯამში 50-მდე სპორტსმენი იბრძოდა. კონსტანტინე ჯანაშიას სამომავლო გეგმებში მსოფლიო რეკორდის მოხსნა შედის.