შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გორის ,,დილამ' ქუთაისის “ტორპედო“ ანგარიშით 3 : 1 დაამარცხა
20.08.2020
უკან დაბრუნება
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის მე10 ტურს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი ,,დილა,, ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდა, შეხვედრის 22-ე წუთზე ტორპედოელმა გიორგი ივანიშვილმა ანგარიში გახსნა. მალევე გორელებმა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაათანაბრეს და შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 1-1 დასრულდა. მეორე ნახევარში გორელებმა 2 უპასუხო ბურთი გაიტანეს და შესაბამისად მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 3-1 დასრულდა. ამ მარცხით „ტორპედოს“ გათამაშების ცხრილში ჯერჯერობით მხოლოდ 9 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქუთაისის ტორპედო საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე 27 აგვისტოს სტუმრად გამართავს. მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში გაირკვევა.