რადიოწამყვან ლევან ქემოკლიძეს სარვამარტო საქველმოქმედო კონცერტის 16 მოსაწვევის ,,გატაცებას" ედავებიან
08.03.2016
უკან დაბრუნება
რადიოწამყვან ლევან ქემოკლიძის გამოკითხვა ქუთაისის მეორე პოლიციის განყოფილებაში 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქემოკლიძის წინააღმდეგ განცხადება საგამოძიებო ორგანოში ქუთაისის მერიის სახელით შევიდა, მას კულტურის სამსახურიდან სარვამარტო საქველმოქმედო კონცერტის 16 მოსაწვევის თვითნებურად დასაკუთრება- ,,გატაცებას" ედავებიან, რომელიც რადიოწამყვანმა აგრარულ ბაზარში დასაქმებულ ქალბატონებს საჩუქრად გადასცა.
ლევან ქემოკლიძე განმარტავს, რომ მერიის თანამშრომლებთან მოსაწვევების თაობაზე რამდენიმე დღით ადრე იყო შეთანხმებული.
თვითმმართველობაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
პროცესის ესკალაციის შემთხვევაში აგრარულ ბაზარში დასაქმებული ქალბატონები მერიის პოზიციის გაპროტესტებას აპირებენ, რომლებმაც სარვამარტო მოსაწვევები არა მხოლოდ ლევან ქემოკლიძის, არამედ ქუთაისის თვითმმართველობის საჩუქრადაც ჩათვალეს.