შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ალექსანდრე ელისასშვილისა და იოსებ კენჭაძის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება 12 აგვისტოს შედგა
13.08.2020
უკან დაბრუნება
ალექსანდრე ელისასშვილისა და იოსებ კენჭაძის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება 12 აგვისტოს შედგა. ფილმი ქართველი სასულიერო მოღვაწე სიმონ მჭედლიძის მოღვაწეობას ეხება, რომელიც ქუთაისში ბოლომდე გაუთქმელ ისტორიად რჩება. სიმონ მჭედლიძე 1905 წელს — იმერეთის ეპარქიის სასწავლებელთა საბჭოს წევრად და ამავე დროს, იმერეთის საეპარქიო საბჭოს საქმის მწარმოებლად დაინიშნა. სასულიერო მოღვაწე ამავე პერიოდში საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარე, გამომცემელი და რედაქტორი იყო ყოველკვირეული გაზეთის სახელწოდებით „შინაური საქმეები“, აღსანიშნავია რომ მან თავის თანამოაზრეებთან ერთად დააარსა სტამბა სახელად, „იმერეთის სარწმუნოებრივ-განმანათლებელი ძმობა“, რომლის მიზანი სასულიერო წიგნების გამოცემა იყო. 1924 წლის რეპრესიების დროს სიმონ მჭედლიძე მიტროპოლიტ ნაზართან და სხვა სამღვდელო პირებთან ერთად დახვრიტეს .სწორედ ამიტომ ალექსანდრე ელისაშვილისა და იოსებ კენჭაძის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი უფრო მეტ დეტალებს საფიჩხიის სასაფლაოდან მოგვითხრობს.