თვითმმართველობის წარმომადგენლები პროფესიულ სასწავლებელში ღია კარის დღეს დაესწრნენ
30.07.2020
უკან დაბრუნება
თვითმმართველობის წარმომადგენლები პროფესიულ სასწავლებელში ღია კარის დღეს დაესწრნენ. პროფესიული განათლების მსურველები აგრარული პროფილის დუალურ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ, რაც სწავლებასთან ერთად ანაზღაურებად დასაქმებას და კარიერულ განვითარებას ითვალისწინებს.
სწავლების პარალელურად სტუდენტები შეძლებენ სამუშაო გამოცდილების მიღებას ან/და კვალიფიკაციის ამაღლებას პარტნიორ საწარმოებში.
პროფესიული პროგრამები განათლების სამინისტროს მიერ ხორციელდება.