პარლამენტმა,დაჩქარებული წესით,”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაამტკიცა
05.03.2016
უკან დაბრუნება
პარლამენტმა,დაჩქარებული წესით,”საგადასახადო კოდექსში” ცვლილებების პროექტი დაამტკიცა,რომელიც მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირებს საგადასახადო შეღავათებს უწესებს.
ცვლილებები ყველა იმ დასახლებულ პუნქტზე გავრცელდება,რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი ძველი კანონით ჰქონდა მინიჭებული და იმის მიუხედავად,აღნიშნული სტატუსის მოთხოვნებს ახალი კანონით ვერ აკმაყოფილებს,საგადასახადო შეღავათი უნარჩუნდება.
საუბარია დემოგრაფიული მხარდაჭერის მატარებელ საგადასახადო შეხავათზე,რომელიც თავის მხრივ,საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას უკავშირდება.ის მათ შორის ტყიბულელ მეშახტეებზე გავრცელდება.