შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შრომის ინსპექტორები მინდელის სახელობის შახტაში
05.03.2016
უკან დაბრუნება
რაც შეეხება ტყიბულს და მეშახტეების თემას.. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შრომის ინსპექტორები მინდელის სახელობის შახტაში არსებული ვითარების შესწავლას აგრძელებენ. ისინი ადგილზე ეცნობიან დასაქმებულების სამუშაო გარემოს. აკვირდებიან, რამდენად არის შრომითი უსაფრთხოება დაცული და მონიტორინგს უწევენ დასაქმებულების შრომით უფლებებს. ინსპექტირების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტორები სპეციალურ რეკომენდაციებს შეიმუშავებენ და კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯის“ მენეჯმენტს წარუდგენენ. თავის მხრივ, კომპანია მიესალმება თანამშრომლობის ამ ფორმას და გამოთქვამს მზაობას, მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად დასახოს სამოქმედო გეგმა.