დღეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოში საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა
28.07.2020
უკან დაბრუნება
დღეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოში საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
როგორც სხდომაზე ითქვა ქუთაისის ბიუჯეტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ორას ცხრა ათასი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 78 მილიონ 841 ათას ლარს შეადგენს.
თვითმმართველობის წარმომადგენლების განცხადებით, ქალაქში ექვსი ქუჩის რეაბილიტაცია და მრავალსართულიანი ბინების გადახურვა იგეგმება