შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



გუგული მაღრაძე ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
05.03.2016
უკან დაბრუნება
,,სოციალური პრობლემები ქალებმა უკეთ იციან და თან ქალები, ჩვენი მოსახლეობის 51%-ზე მეტია, ამიტომ მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესში მათი ყოფნა" - ეს განცხადება პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე გააკეთა, რომლის მთავარი თემაც ,,ქალთა და მამაკაცთა თანაბარი უფლებები და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაზრდა" იყო. გუგული მაღრაძემ ისაუბრა გენდერული კვოტირების, როგორც დროებითი სპეციალური ზომის არსსა და მნიშვნელობაზე. დეპუტატი თვლის, რომ გენდერული კვოტა პოლიტიკურ ინსტიტუციებში ქალთა მონაწილეობის გასაძლიერებლად მიღებული დროებითი სპეციალური ზომაა, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებას ემსახურება. დეპუტატის მოსაზრებით, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდით მნიშვნელოვნად გააუმჯობესდება ქვეყნის ეკონომიკა, ჯანდაცვის, განათლების სისტემები, და მეტიც, გაუმჯობესდება როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ქვეყნის სამშვიდობო სივრცე. შეხვედრის ინიციატორი ,,ქართული ოცნების" ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო, რომელიც ანალოგიური შეხვედრების ორგანიზებას მომავალშიც გეგმავს.