გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები
24.07.2020
უკან დაბრუნება
გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურული მეკვიდრეობის სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელებმა შემსრულებელ კომპანიასთან ერთად დაათვალიერეს.
როგორც ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა, დაზიანება ტაძრის სახურავის მხოლოდ 16 პროცენტზეა, მისივე თქმით, ანალოგიური პრობლემები სარესტავრაციო სამუშაოებს თან ახლავს.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა. გიორგი შენგელიას თქმით, მიზეზების დასადგენად ტარდება კვლევა და სპეციალური დასკვნის საფუძველზე გადაწყდება, მოხდება თუ არა სამონასტრო კომპლექსის კრამიტის მთლიანი შეცვლა.