ინციდენტი ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში.მოსწავლის მტკიცებით,მის მიმართ,დაწესებულებებში მომუშავე თანამშრომლის მხრიდან გაუპატიურების მცდელობას ჰქონდა ადგილი.თუმცა,სკოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ,მსგავსი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.დმინისრაციაში ასევე აცხადებენ,რომ არასრულწლოვანის სახლში დაბრუნების შემდეგ,საგანმანათლებლო დაწესებულებაში მშობლები მივიდნენ და ოჯახსა და სავარაუდო დამნაშავეს შორის დაპირისპირება მოხდა.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ,გამოძიება 125-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სკოლაში დასაქმებულის ცემას გულისხმობს.